"ნიკა გვარამიას საქმე ივანიშვილის სტანდარტებითაც გამორჩეულია ბევრ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას შორის".- ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმიანება მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეს
ბოკერიას თქმით, გვარამიას შემთხვევაში აშკარა იყო ივანიშვილის რეჟიმის განაცხადი, რომ ასეთ აბსურდულ ამბავზეც კი წამსვლელები არიან იმისთვის, რომ მათი კრიტიკოსი ციხეში იჯდეს.
"ყველას უნდა შევახსენოთ, ადამიანებს ვისაც განსხვავებული აზრები აქვთ, რომ ეს ადამიანი ზის ციხეში, ფორმალურად, რადგან მისი კომპანიის მანქანა გამოიყენა. ამ აბსურდამდე არის მისული. ამანაც კი გახადა პრინციპიალურად ეს საკითხი, რა ამოცანითაც დაიჭირა ივანიშვილის რეჟიმმა გვარამია ძალის დემონსტრირებისთვის, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ზოგადად ასეთი რაღაცები სადაც შეიძლება მოხდეს, შეუთავსებელია ეგეთი ვითარება ჩვენს უსაფრთხო, თავისუფალ დასავლეთში დაბრუნებულ მომავალთან".- თქვა გიგა ბოკერიამ.