„ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც დასავლეთის ყველა ძირითადი პოლიტიკური ოჯახისგან არის იზოლირებული“ - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია "ქართული ოცნების" დღევანდელ განცხადებას. 

„არავინ არ უნდა მოტყუვდეს, რომ რაღაც იდეოლოგიური პრინციპების გამო დაუპირისპირდნენ ისინი სოციალისტებს, ეს არის ტყუილი. თავად აირჩიეს ეს სოციალისტური ბანაკი, ოღონდ ახლა ისე ღრმად შეტოპეს პუტინისტურ და ანტიდასავლურ პროპაგანდაში, რომ ბუნებრივია გარიყულები არიან. ეს ურტყამს საქართველოს და სანამ ჩვენ ამ რეჟიმს არ გამოვცვლით, ჩვენ ვართ უზარმაზარი საფრთხის წინაშე“ - განაცხადა  გიგა ბოკერიამ

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა -  მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ "ევროპის სოციალისტური პარტიის" დამკვირვებელი წევრის სტატუსი და "ევროპის სოციალისტურ პარტიასთან" დაკავშირებული სხვა გაერთიანებები