ხელისუფლება, სამწუხაროდ, აგრძელებს წინა ხელისუფლებების, შევარდნაძის ხელისუფლების, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ არჩეულ სტრატეგიულ კურსს, რომელიც ემყარება იმას, რომ ჩვენ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვართ, - ამის შესახებ პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პოლიტიკური მდივანი, ბიძინა გიორგობიანი გადაცემაში "დებატები" საუბრობს.

მისი თქმით, საქართველო კულტურულად და ცივილიზაციურად  ევროპული, ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი ფუძემდებელია, არა თუ წევრი. 

"ხელისუფლება, სამწუხაროდ, აგრძელებს წინა ხელისუფლებების, შევარდნაძის ხელისუფლების, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ არჩეულ სტრატეგიულ კურსს, რომელიც ემყარება იმას, რომ ჩვენ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ჩვენი სამშობლო არის საქართველო, ჩვენი სამშობლო არის კავკასია. ჩვენ მეზობლები გვყავს, აქ ვცხოვრობდით, ათასობით წელია აქ ვცხოვრობთ, კულტურულად და ცივილიზაციურად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროპული, ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვართ, არა თუ წევრი... და ვეხვეწოთ გაფართოების კომისარ მარტა კოსს, რომ მიგვიღე რამენაირად ევროპაში," - აცხადებს ბიძინა გიორგობიანი.