ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თავის დასაცავად და გიორგი გახარიას გასაშავებლად გიული ალასანია დასჭირდა. აზიარებენ და აპიარებენ “იმედზე”, “რუსთავი 2”-ზე, “პოს ტვ”-ზე.
ამაზე კარგად ვერაფერი გამოხატავს “ოცნების” მორალურ კრიზისს - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, "კურიერმა" გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არაა. ჩანაწერში სავარაუდოდ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია საუბრობს და ახსენებს, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას.