ბექა ნაცვლიშვილი: თუ გახარიას მხარდაჭერა ექნება ეს მყისიერად გამოიწვევს "ოცნების" საბოლოო დასუტებას - ნაციონალების: საბოლოო გამარგინალებას

1633004418
განსაკუთრბით ამ არჩევნებზე ოცნებას და ნაცებს გახარიას ფაქტორი აერთიანებთ. ამას უკავშირდება სააკაშვილის შედარებით უფრო დამაჯერებელი ბაქიბუქი ჩამოსვლასთან დაკავშირებით. გახარიას გაძლიერების პარარელურად ოცნება კარგავს კომფორტულ ოპოზიციას ნაციონალების სახით, ხოლო ნაცები მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს, რაც არც ერთს აწყობს და არც მეორეს." - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"თორემ სააკაშვილმაც კარგად იცის, რომ საკუთარი განცხადებებით გარდა ნაციონალების ამომრჩევლის მობილიზებისა, ოცნებასაც აძლიერებს. თუ გახარიას მხარდაჭერა ექნება (რისი ალბათობაც მაღალია), ეს მყისიერად გამოიწვევს როგორც ოცნების საბოლოო დასუტებას, ისე ნაციონალების საბოლოო გამარგინალებას. ამიტომ არ მგონია გახარიას ფაქტორის გარეშე სააკაშვილი ასე აღელვებულიყო, როგორც ახლა ღელავს." - წერს ბექა ნაცვლიშვილი.