სასამართლოს პრობლემა ასე ცხადი რომ გახდა, მეგონა ქუჩა დაინგრეოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბი ადამიანისთვის სასამართლო ნაკლებად პრიორიტეტულია, ამიტომ სოციალურ პრობლემებზე უნდა მოხდეს ფოკუსირება. "ჩვენ თითქმის დავშალეთ "ქართული ოცნება". ყველაზე დიდი ბზარი "ოცნებაში" მაშინ გაჩნდა, როდესაც ჩვენ წამოვედით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვიყავით ბირთვი - ყველაზე აქტიური ნაწილი და ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და წამოვედით. სასამართლოს პრობლემა ასე ცხადი რომ გახდა, მურუსიძემ ისევ თავის ხალხი რომ გამოუშვა და "ოცნებამ" მხარი დაუჭირა, მე მგონა, რომ ქუჩა დაინგრეოდა - ხალხი გამოვიდოდა ქუჩაში და გადაატრიალებდა ყველაფერს, მაგრამ არაფერი არ მომხდარა. იცით რატომ? - არ აინტერესებს ხალხს, ღარიბ ადამიანს არ აინტერესებს სასამართლო მდგომარეობა. ამიტომ, ჩენი ყურადღება სხვა რამეზე უნდა მივმართოთ. ადამიანების სოციალური მდგომარეობის გამოსწორებაზე, რათა მერე მათ გაუჩნდეთ განცდა, რომ ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან," - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.