ეს ხელისუფლება ქვეყანას გააკოტრებს, - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე კომპანია "ენკას" გადაწყვეტილებას, რომ ნამახვანჰესს აღარ ააშენებს და ბაზრიდან გავა.
"ეს ხელისუფლება ქვეყანას გააკოტრებს. როგორც ვხედავთ, კიდევ ახალი სარჩელის საფუძველი წარმოიშვა, ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. შეუძლებელია, ქართული ოცნების პირობებში გადავურჩევთ იმ გამოწვევებს, რომელსაც ქართული ოცნება უქმნის ქვეყანას თავისი უუნარო, არაკომპეტენტური, მავნებლური მართვით. ახლა ჩვენ ვნახეთ, რომ 800 მილიონი დოლარის პრეტენზია შეიძლება გაჩნდეს ჩვენი ქვეყნის მიმართ, არსებობს უკვე უზარმაზარი ფულადი პრეტენზიები ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს არის ქართული ოცნების მავნებლური პოლიტიკის შედეგი, როდესაც ის ერჩის და დევნის ქვეყნიდან ინვესტორებს და ამის გაგრძელება ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გაკოტრდება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.