აზერბაიჯანი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას არ აღიარებს.
განცხადებას ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ ცნობს საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და მათ შედეგებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.




