1992 წლის 25 მაისი ისტორიული დღე იყო აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც საელჩო წერს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან რამდენიმე თვეში საქართველოს პირველად ეწვია მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი.

„აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი საქართველოს 1992 წლის 25-26 მაისს სტუმრობდა“, – წერს აშშ-ის საელჩო.