ახლა სუპერ პაკ-ს ვხედავთ, რაც გამოსათქმელადაც ცოტა რთულია, თუმცა ვნახავთ, სუპერ პაკ-ი რას მოიტანს. მანიფესტმაც უფრო მეტად დაშალა „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ბევრ დროს ვერ დაუთმობენ, რადგან საზოგადოებას უფრო საინტერესო საკითხებზე აინტერესებს ხელისუფლების პოზიცია.
„მიხეილ სააკაშვილისა და მისი განცხადებების შეფასებას ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ. საზოგადოებას აქვს უფრო საინტერესო საკითხები, რაზეც ხელისუფლების პოზიცია აინტერესებს. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ სწორედ ამ საკითხებზე საუბარს უნდა დავუთმოთ დრო, მით უმეტეს, საარჩევნო წელი იწყება. მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ნუ ექნებათ ილუზია, რომ მათ განცხადებებზე საუბარს ბევრ დროს დავუთმობთ. რაც შეეხება სუპერ პაკ-ს, ჯერ დაშლის მანიფესტი ვნახეთ, ახლა სუპერ პაკ-ს ვხედავთ, რაც გამოსათქმელადაც ცოტა რთულია, თუმცა ვნახავთ, სუპერ პაკ-ი რას მოიტანს. მანიფესტმაც უფრო მეტად დაშალა „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.