ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სერიალი, ერთ სერიაში მელია გადააყენა ხაბეიშვილმა, ამ სერიაში მელია ცდილობს ხაბეიშვილის გადაყენებას ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და განმარტა, რომ ახალ პარტიას შექმნიან, თუ ფერს შეიცვლიან, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება
მისივე შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა ძალაუფლების განაწილების პროცესი მიმდინარეობს.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სერიალი, ერთ სერიაში მელია გადააყენა ხაბეიშვილმა, ამ სერიაში მელია ცდილობს ხაბეიშვილის გადაყენებას. დავით კეზერაშვილმა უკვე ისაუბრა, შემდეგ სერიაში როგორი სცენარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაცილებულია სერიოზულ საქმიან პოლიტიკას და წარმოადგენს შიდა ძალაუფლების განაწილებას, წარმოადგენს იმ დესტრუქციული პოლიტიკის შედეგს, რომელიც საკუთარი ქვეყნისთვის უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს ყველაფერი მიიღო საკუთარ პარტიაში. რაც დათესეს, იმას იმკიან ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ახალ პარტიას შექმნიან, თუ ფერს შეიცვლიან, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.