ციფრები არ იტყუებიან. არა თუ 100%-ით არამედ 102%-ით და მეტით არის ბიუჯეტის შემოსულობები გაზრდილი და თუ საერთო ჯამში ბიუჯეტის შემოსულობები გაზრდილია, ესე იგი ის დაგეგმარება, რაც საქართველოს მთავრობას ჰქონდა, აბსოლუტურად ზუსტია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობის პრემიერ-მინისტრის გილაურის განცხადება ხომ ყველას გვახსოვს? ეს ადამიანი ამბობდა, რომ მარტისთვის ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო. ამ ყველაფერს რატომ აკეთებდა? იმიტომ აკეთებდა, რომ ასეთი დავალება იყო მიღებული, რომელიც საჯაროდ იყო გაცხადებული ქალბატონი ლორა თორნტონის მიერ. 

ციფრები არ იტყუებიან. მარტივად არის, რომ არა თუ 100%-ით არამედ 102%-ით და მეტით არის ბიუჯეტის შემოსულობები გაზრდილი. შესაძლებელია, რომელიმე კონკრეტულ გადასახადთან დაკავშირებით მცირე აცდენა გეგმასთან იყოს, მაგრამ ეს არის პირველი კვარტალი. წინ არის კიდევ სამი კვარტალი და თუ საერთო ჯამში შემოსულობები გაზრდილია, ესე იგი ის დაგეგმარება, რაც საქართველოს მთავრობას და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს ჰქონდა, არის აბსოლუტურად ზუსტი“, - განაცხადა გორდულაძემ. 

ოპოზიცია და მათი ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ. საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში, თითქოს მთავრობამ პირველ კვარტალში დამატებითი ღირებულების გადასახადის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადების გეგმა ვერ შეასრულა. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სრულდება გადაჭარბებით, ვალდებულებების შეუსრულებლობაზე გავრცელებული ინფორმაცია კი, სიცრუე და სპეკულაციაა.