პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ევროპარლამენტი ამ რეზოლუციით ცდილობს ოპოზიციურ პარტიებს ახალი სიცოცხლე შესძინოს.
"ევროპარლამენტის რეზოლუცია მდარე ხარისხის საპნის ოპერის გაგრძელებას ჰგავს, რომლის მიზანია საქართველოში მინავლებულ და განულებულ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" შესძინოს ახალი სიცოცხლის ნიშნები მაინც.
ამ რეზოლუციებს არც არავინ იხილავს, რეალურად, ვხედავთ, რომ 20-მდე ადამიანი ესწრება საერთო ჯამში მათ განხილვაში, მაგრამ 400 ადამიანის მხარდაჭერას იღებს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კენჭისყრა სტრასბურგში გუშინ გაიმართა.
რეზოლუციის ავტორები არიან ევროპის სახალხო პარტია, რომლის წევრიც "ნაციონალური მოძრაობაა", ასევე სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფი და ევროპული თავისუფალი ალიანსის წარმომადგენლები.








