ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა — მიზეზი აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხი და ირანთან ომის დასრულების და სამშვიდობო შეთანხმების მოლოდინია. 

ლონდონის სავაჭრო ბირჟაზე სესიის განმავლობაში ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა.

საიტ tradingeconomics-ზე დაფიქსირებულია, რომ 1 ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი სესიის დასრულების მომენტში 103.6 დოლარიდა 94,62 დოლარზე იყო ჩამოსული .

ახლა, თბილისის დროით 04:20 საათზე, 1 ბარელი ბრენტის მარკის ნავთობი 94.490 დოლარი ღირს.



შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბრის ვაჭრობაზე Brent-ის ტიპის ნავთობი 8%-ზე მეტით გაიაფდა, სავაჭრო პლატფორმაზე 01:52 საათისთვის 1 ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 103.992 დოლარს შეადგენდა ანუ წინა სესიის 113,55 დოლარზე 9.32 დოლარით ნაკლები იყო.

სწორედ მაშინ განაცხადა ტრამპმა:

„ნავთობის ფასები ელვის სისწრაფით ეცემა, თითქმის 10 დოლარით ბარელზე ბარელზე, ეს რეკორდია, რადგან ხალხს მიაჩნია, რომ ირანთან ომი არ იქნება. ირანს სურს შეთანხმება, რაც შეიძლება მალე. ეს შეიძლება მოხდეს!“ 

მოამზადა რაულ კაპანაძემ