ანა წითლიძე არის ჩვეულებრივი „ნაცპროპაგანდისტი“. შეიძლება, რომ წავიდეს და მაგალითად მეგის ქარდავას, დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას სახლებთან ჩამოდგეს და იქ ჩაატაროს აქციები სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედებთან. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაემსგავსა პოლიტიკურ სვავს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანა წითლიძის ორგანიზებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან ჩატარებულ აქციას.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა საკუთარი დანაშაულები სხვას გადააბრალოს.
„ნაცმოძრაობას“ სჩვევია ზოგადად თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით ერისკაცისთვის და ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და შესაბამისად, ჩვენი პარტიის იდეოლოგია ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა.
ქალბატონი ანა წითლიძე არის ჩვეულებრივი „ნაცპროპაგანდისტი“. შეიძლება, რომ წავიდეს და მაგალითად მეგის ქარდავას, დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას სახლებთან ჩამოდგეს და იქ ჩაატაროს აქციები სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედებთან. ამ ყველაფრის შემოქმედები ახლა ბედავენ და საუბრობენ სხვაზე და დანაშაულებზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, არ ჩადენილა ან ჩადენილია და გამოძიებულია ან მიმდინარეობს გამოძიება. როგორც სჩვევია სვავს, რომ სხვისი სისხლით თავისი პირადი სურვილები დააკმაყოფილოს, ზუსტად ასეთ მდგომარეობაშია ახლა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც დაემსგავსა პოლიტიკურ სვავს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.








