ეს იყო საქართველოს დასჯა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით.
„9 აპრილის შემდეგ პირველად ვნახე, რომ ასე სასტიკად, უმოწყალოდ შეეძლოთ ადამიანების ცემა. არ ვიცი, რამეს იღებს თუ არა ამ დროს ეს ხალხი, მაგრამ როგორ შეიძლება ასე უმოწყალოდ დაუწყო ცემა. ეს იყო დასჯა, მათმა „მოღვაწეობამ“ დაასაბუთა, რომ სძულდათ თავიანთი წარსული, სძულდათ ის ხალხი, რომელიც კულტურას ქმნიდა, სძულდათ ტრადიცია, რომელიც საქართველოს ჰქონდა, სძულდათ ეკლესია, ყველაზე უმაღლესი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტი, სძულდათ პატრიარქი, ყველაფერი, რაც ქართველებს გვეამაყება. ამ ხალხში დაინახეს ანგარიშგასასწორებელი სახე და გაუსწორდნენ. ეს იყო საქართველოს დასჯა“, - განაცხადა დეკანოზმა გალდავამ.




