აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს. ისინი ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი იმყოფება თამარ მეფის ხიდზე გადასასვლელ მონაკვეთზე, ნაწილი კი კოსტავას ქუჩიდან ჩამომავალ გზაზე.

გმირთა მოედნის ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.