სააკაშვილმა გამოიტანა სარჩელი, რომ იზრუნა იუსტიციის სამინისტრომ, კარგ მდგომარეობაში ვარო, დემენცია განიკურნა საქართველოში, პირველად მოხდა, მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ არის, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
„არ გავიზიარეთ საპროტესტო ნოტა ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნების, რომ სააკაშვილი ვითომ იყო წამების მსხვერპლი და დარჩა იქ სადაც მას ეკუთვნის ყოფნა და მოუწევს კიდევ ყოფნა. სხვათა შორის გამოიტანა სარჩელი, რომ იზრუნა იუსტიციის სამინისტრომ, კარგ მდგომარეობაში ვარო, დემენცია განიკურნა საქართველოში, პირველად მოხდა, მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ არის. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანიც უნდა დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს, სადაც არის მისი ადგილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ვინაიდან საჭიროება მისი კლინიკაში ყოფნის, არ არსებობს",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.