ქვეყანას მომავალი ვერ ექნება, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს, თუ მას არ ექნება, სამართლიანი, ფუნქციური სასამართლო, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ის მზად არის გაწიროს ამ ქვეყნის მომავალი, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების ფასად. არცერთი პასუხუსმგებლიანი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა, არ აიღებს თავის თავზე ქვეყნის გაწირვის პასუხისმგებლობას, მაგრამ ,,ქართული ოცნება" არც პასუხისმგებლიანია, სხვათა შორის არც მაინც და მაინც შორს მჭვრეტელი, იმიტომ რომ ის უნდა ცდილობდეს, რომ რაიმე ფორმით ისტორიამ ამ ხალხს მისცეს ნორმალური ადგილი, მათ უნდა აინტერესებდეთ ქვეყნის მომავალი, მაგრამ მათ ეს არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და აინტერესებთ, როგორმე კომფორტი შეუქმნათ იკუპანტს ამ ქვეყანაში. საერთოდ ამ ქვეყანას მომავალი ვერ ექნება, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს, თუ მას არ ექნება, სამართლიანი, ფუნქციური სასამართლო",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.