„ქართული ოცნება“ თავს ძლიერად რომ გრძნობდეს, ბოლო კოზირს ივანიშვილის სახით, არ აიძულებდა სამალავიდან გამოსულიყო,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნება“ თავს კარგად და ძლიერად რომ გრძნობდეს, ბოლო კოზირს ივანიშვილის სახით, არ აიძულებდა სამალავიდან გამოსულიყო. რაც შეეხება განცხადებებს, რომლებიც ამ დღეებში ვხედავთ მწარე, გაშმაგებულ თავდასხმებს „ლელოზე“ , ამას თავისი საფუძვლები აქვს. „ქართული ოცნება“ კარგად ხვდება, რომ მას ყავლი გაუვიდა და იმასაც კარგად ხვდება, რომ სწორედ, „ლელოს“ და ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალებს შესაძლებლობა აქვთ, მოქალაქეებს, რომლებსაც არც „ქართული ოცნება“ და არც წარსულის დაბრუნება უნდათ და რეალური სიახლე სურთ, რეალური არჩევანის საშუალება მისცენ“,- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.