„იმედი მაქვს, რომ 2024 წელს საქართველო შეხვდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით და 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხი, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა, დაწყებულ საქმეს მიიყვანს ბოლომდე და რუსულ ხელისუფლებას გაუშვებს სახლში“, - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

"ეს ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს ბავშვებზე, მოხუცებზე, მარტოხელა ადამიანებზე, შშმ პირებზე და, ზოგადად,  ზრუნავს ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე, მის ღირსებაზე.  დღეს სახელმწიფოსგან ადამიანები ამას ვერ გრძნობენ, გრძნობენ მხოლოდ ცალკეულ კამპანიას და ინიციატივებს, როგორ მიუგდონ გროშები და ამის სანაცვლოდ მოითხოვონ მათგან არჩევნებში მხარდაჭერა. ეს  ევროკავშირში არ ხდება. ამიტომ გვინდა ევროკავშირი და გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.