ჩვენ "ძლიერ საქართველოში" გავაკეთებთ შტაბს, სადაც შევაგროვებთ მტკიცებულებებს, იმიტომ, რომ ეს [არჩევნების გაყალბება] არ არის ვიღაცის კუდრაჭობა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

„საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობრებს, დამკვირვებლებს შევატყობინებთ ჩვენ პროტესტს, ჩვენს რისხვას. გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. ბრძოლა, ალბათ, სხვადასხვა ფორმით იქნება.

მე იმედი მაქვს, რომ ბრძოლა მალე მოიტანს შედეგს იმიტომ, რომ მარტო დარჩენილი "ქართული ოცნება", რომელიც თავის თავს ელაპარაკება, თავად "ქართული ოცნებისთვისაც" არ არის საინტერესო", - განაცხადა ანა დოლიძემ.