ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი კრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ვიდრე „ქართული ოცნების“ ნებისმიერ სახეს, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მმართველი პარტიის პროპაგანდის არსიც სწორედ ის არის რომ ყველა, მიუხედავად... მაგალითად, ჩვენ გვაქვს ძალიან მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობა და ბევრად მეტი კრიტიკა იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ვიდრე „ქართული ოცნების“ ნებისმიერ სახეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ფანტასტიკურ და კომფორტულ მდგომარეობაში იყო, მიუხედავად ამისა პროპაგანდა ეცდება, რომ ყველა ერთ ქვაბში გაგვაერთიანოს. რაღაცა ხომ უნდა მოგვიფიქრონ. მაგალითად, მე ვერ მომიფიქრეს სხვა ვერაფერი, ანუ კორუმპირებული ჩვენ არ ვართ, ნეპოტიზმით არ ვართ დაკავებულნი, მაჩვენებლები არაჩვეულებრივი გვაქვს, კომპეტენციაც გვაქვს, ათასჯერ უკეთესად შევასრულებ იმ საქმეს, რასაც ეგენი აკეთებენ, ამიტომ რაღაც დეზინფორმაცია, პროპაგანდა უნდა ჩართონ, რომ თავი გადაირჩინონ, მაგრამ არა მგონია, რომ ამან იმუშაოს", - განაცხადა ანა დოლიძემ.