„ქართულმა ოცნებამ“ სტატუსის მიღება შეიძლება ცოტა ხანი დაუმსახურებლად იზეიმოს, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სტატუსი არის ახალი ჩარჩო - ახალი თამაშის წესები, ანუ ჩათვალეთ, რომ ყველანი სხვა ლიგაში გადავდივართ. შეიძლება ცოტა ხანი „ქართულმა ოცნებამ“ დაუმსახურებლად იზეიმოს, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, იმიტომ რომ მეორე დღესვე დადგება საკითხი - აბა ვინ რას აკეთებს იმისთვის, რომ უფრო კარგად შევასრულოთ ის პროგრამა, რაც ამ ჩარჩომ მოგვცა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.