ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „ტვ პირველის" ეთერში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საუბრისას განაცხადა.
"იმით, რასაც ხვალ ამას მოჰყვება აუცილებლად გამძაფრდება ორპოლუსიანობა. "ოცნება“ ამას [ნიკა გვარამიას შეწყალებას] გამოიყენებს იმისთვის, რომ ამოიღოს მიზანში ისევ გვარამია, ისევ "მთავარი არხი", სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“. ორპოლუსიანობამ ძალიან დააზიანა წინა არჩევნები და ამომრჩევლები. ორი პოლუსი აუცილებლად იქნება გამოყენებული. უნდა გავახასენოთ ხალხს, რომ ჩვენი მოსახლეობის 50%-ს არცერთი პოლუსი არ უნდა, მათ უნდათ სიახლე, ნუ აჰყვებით იმ თამაშს, რაც ამ ყველაფერს მოჰყვება“, - განაცხადა დოლიძემ.