პარტია "ხალხისთვის" ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, სუს-ის უფროსის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯაშუშობაში მხილებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა საქართველო დატოვა, "სასაცილო" და არაფრის მომცემია.
„კარგი, კომპეტენციის და განათლების პრობლემა გვაქვს. ეს რა განცხადებაა, ვინ მოამზადა. ფარცხალაძის განცხადება სასაცილოა, დატოვა საქართველოო, ვინ დააწყნარა ახლა ამით, დავწყნარდით? შიშის ზარს გვცემს, რომ ფარცხალაძე საქართველოში გადაადგილდებოდა. ჩვენ გვინდოდა, ფარცხალაძის პასუხისგებაში მიცემა, სულ მცირე და სიმართლის დადგენა. როდესაც შენი პარტნიორი გეუბნება, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ იგი რის გავლენის აგენტი შენს პოლიტიკურ სივრცეებში, ჩვენ გვჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე მისი ნათქვამი ფრთიანი ფრაზები და რებუსებია," - აღნიშნა დოლიძემ.