საქართველოს პრეზიდენტმა 12 პუნქტის შესასრულებლად თავისი აგური დადო - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ეს ნაბიჯი პრეზიდენტმა გადადგა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და გადადგმული არის იმ 12 პუნქტის შესასრულებლად, რომელიც უნდა გააკეთოს ჩვენმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, თუმცა ამას არ აკეთებს. საქართველოს პრეზიდენტმა, ამ ძალიან სერიოზულ საქმეში, თვისი აგური დადო ამ გადაწყვეტილებით. ეს ძალიან კარგია“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.