მიხაილ პოდოლიაკის საქმე არ არის, საქართველო რას იმსახურებს და რას არა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ოპოზიციონერმა დეპუტატი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას: „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.
„საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი არაერთხელ აქვს გადახდილი. ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, სად ხედავს და რას უკავშირებს საკუთარ ქვეყანას – ეს არის თავისუფალი, დასავლური და ევროპული სამყარო“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.