ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური ჟურნალისტებთან აცხადებს.
"ფაქტობრივად 70-80% იმეორებს იმ პროგრამას, რა პროგრამაც გიორგი გახარიამ წარადგინა 2020 წლის დეკემბერში. ამაში დანაშაულებრივი არაფერია რა თქმა უნდა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ 3 წლის განმავლობაში რას აკეთებდა მთავრობა... შს მინისტრთან იქნება ჩვენი გუნდის მხრიდან შეკითხვები, ჩვენი გუნდი საკომიტეტო მოსმენებს სრულად გამოიყენებს"- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, 2020 წლის 24 დეკემბერს პარლამენტმა 85 ხმით გიორგი გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა.