ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "აშშ- ის საელჩოს საკონსულო მომსახურება გაგრძელდება კონგრესის მიერ საბიუჯეტო სახსრების ასიგნირებამდე".
"თუ დანიშნული გაქვთ სავიზო გასაუბრება ან ამერიკის მოქალაქეთა მომსახურების თაობაზე შეხვედრა, გთხოვთ, გამოცხადდეთ საელჩოში შეთანხმებულ დროს. აშშ-ის მთავრობის მუშაობის აღდგენამდე ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გარდა საგანგებო და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციისა",- ნათქვამია სალეჩოს განცხადებაში.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დაწესებულებებმა მუშაობა ისევ შეაჩერეს. ე.წ. დროებითი შათდაუნი მას შემდეგ ამოქმედდა, რაც კონგრესმა ბიუჯეტის დამტკიცება ვერ შეძლო.