მარტო გახარიები არიან პარლამენტში, დანარჩენი გამოვიდა, რა ხეირი ამისგან? ფულს მაინც იღებენ, ყველა პრივილეგიით სარგებლობენ, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ოპოზიციამ ელემენტარული პოზიცია ვერ ჩამოაყალიბა ვერაფერზე, არჩევნები როგორი უნდათ ისიც არ იციან საბოლოო ჯამში. ფაქტია, რომ თავის თავს რესურსს აცლიან, აცლიან ადამიანურ რესურსს, იმიტომ რომ დღეს ცხადია, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. რა ხეირი, რა მიიღეს, რომელია ბედნიერი იმით რომ პარლამენტში არ ზის? მარტო გახარიები არიან პარლამენტში, დანარჩენი გამოვიდა, რა ხეირი ამისგან? ფულს მაინც იღებენ, ყველა პრივილეგიით სარგებლობენ,  იარაღის ტარების უფლება აქვთ... ახლა რამე ხეირი არის ამ  პროცესისგან? ვინმე გრძნობს, რომ გაძლიერდა ოპოზიცია? ადამიანურ რესურსზე უარი თქვეს, პოლიტიკურ დისკუსიებზე უარი თქვეს, „ქართული ოცნება“ სულ კონვეირით კანონებს იღებს და დებატებში არ იღებენ მონაწილეობას, პარლამენტში ხომ ვერ გაექცეოდნენ დებატებს?",- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.