არავინ არის ისეთი, ვინც რევოლუციისთვის ემზადება, არავის არ აქვს ამაზე პრეტენზიაც კი– ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას რისთვის ემზადება ოპოზიცია? ფაქტია, რომ არჩევნებისთვის არ ემზადება.
„პრობლემა ის არის, რომ არავინ არის ისეთი, ვინც რევოლუციისთვის ემზადება, არავის არ აქვს ამაზე პრეტენზიაც კი და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კითხვა ჩვენც გვიჩნდება და ჩვენ პარტიაში დიდი ხანია განხეთქილება გვაქვს ამის თაობაზე, რომ იაგო ამბობს, მოსყიდულები არიან და მე ვამბობ, რომ იდიოტები არიან, მაგრამ ვერ შევთანხმდით. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს უფრო ვიხრები იაგოსკენ, იმიტომ რომ არაადეკვატურობის ასეთი მასშტაბი რთულად დამაჯერებელია“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.