პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა  პარლამენტის საგაზაფხულო სესიის სხდომაზე უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ერთად იმუშაონ  ვეტერანთა კოდექსის შექმნაზე.

„ვეტერანები -  ეს დამსახურებული ხალხი იმსახურებენ იმას, რომ მათთვის ცალკე არსებობდეს კანონთა კრებული, რომელსაც ძალიან კონკრეტული სახელი ერქმევა - ვეტერანთა კოდექსი. ეს გაცილებით უფრო ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს სახელმწიფოსაც და წარმოაჩენს იმას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს საკუთარი დამსახურებული ხალხისადმი, ნაომარი ვეტერანებისადმი. ყველას მოგიწოდებთ, რომ სამუშაო ჯგუფს შემოუერთდეთ და ერთად შევქმნათ ვეტერანებისთვის უკეთესი კოდექსი“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.