ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმის, გიორგი სააკაშვილის განცხადებით, ელოდებოდა, რომ მოსამართლე არ დააკმაყოფილებდა ადვოკატების შუამდგომლობას, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ იყო დაწერილი.

მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ეს იყო დადგმული შოუ. მოსამართლე იჯდა და უბრალოდ უსმენდა ორივე მხარეს. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, პირადად ბიძინა ივანიშვილის დადგმული სპექტაკლი. ეს ნიშნავს, რომ  ჩვენ ბრძოლას ახლა ვიწყებთ, ამას არ შევეგუებით. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სტრასბურგის სასამართლოში. ჩვენ გვერდით გვიდგას მთელი თანამეგობრობა, უკრაინა, რომლის მოქალაქეც არის და სირცხვილი ჭამა საქართველოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს არც სასჯელი გადაუვადა და არც სრულად გადაუვადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ექსპრეზიდენტი სასჯელს ბოლომდე მოიხდის.