პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას აფასებს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ესა თუ ის კანდიდატი ახლა მაქსიმალურად ცდილობს სააკაშვილზე უფრო სააკაშვილად წარმოაჩინოს თავი, იმიტომ რომ ახლა უნდათ პარტიის თავმჯდომარეობა.
„რას ჰქვია, პატიმართან შევვარდეთ? ასეთი რამ 90-იან წლებში ხდებოდა, როცა პოლიციის განყოფილებებში შევარდებოდნენ და ხალხს გამოიხსნიდნენ. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი რაღაცისგან. პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. როგორც ჩანს, არჩევნების მოგება იმდენად უნდა, რომ მსგავს რაღაცებს ამბობს. ესა თუ ის კანდიდატი ახლა მაქსიმალურად ცდილობს სააკაშვილზე უფრო სააკაშვილად წარმოაჩინოს თავი, იმიტომ რომ უნდათ ახლა პარტიის თავმჯდომარეობა, ეს არის და ეს“, - განაცხადა ელისაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.