„ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს - ვის აქვს გარანტია, რომ ფრთებს არ გაშლიან, იმ კასტილიან კაცს არ გამოაგორებენ ან მეგის ქარდავას არ გამოიყვანენ და ხერხემალში არ გადაგვტეხენ? - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ორი დიდი ეროვნული ამოცანა გვაქვს შესასრულებელი - ერთი ის, რომ როგორღაც მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მეორე კი ის, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ოპოზიციონერ ლიდერთან ცუდი ურთიერთობა მაქვს, მზად ვარ, ჩემი ამბიციები და დამოკიდებულება გადავწიო და ვინც ასევე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ არჩევნების გზით და „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვუშვათ (თუ„ქართული ოცნება“ გავუშვით, ეს იქნება ნაბიჯი წინ, ხოლო ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იქნება 10 ნაბიჯი უკან) მოვუწოდებ, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.