მე პირადად მყავს არაერთი გულითადი მეგობარი, რომელთან ურთიერთობა ჩხუბით და ცემა-ტყეპით დავიწყე. ვის არ გიჩხუბიათ და არ შერიგებიხართ?!, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„როდესაც მსაყვედურობენ, თქვენ ერთმანეთს რაც ეძახეთ და რა ინციდენტიც იყო იმის მერე როგორ შეიძლება შერიგდეთ და როგორ შეიძლება ერთად დადგეთ, მოდით სუფთა ადამიანურად ვთქვათ, ყველამ თავის პირად ბიოგრაფიას გადახედოს. მე პირადად მყავს არაერთი მეგობარი, რამდენიმე ძალიან გულითადი მეგობარი, რომელთან ურთიერთობა დავიწყე ჩხუბით და ცემა-ტყეპით. ახალგაზრდობაში უფრო მეტად დუღდა სისხლი და უფრო დაუნდობლები ვიყავით. რამდენიმე ისეთი მეგობარი მყავს, რომელთან ერთად დალურჯებული სახეებით დავსხედით და შევრიგდით, შესაბამისად ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, ვის არ გიჩხუბიათ და არ შერიგებიხართ, ეს მინდა გკითხოთ. მაგრამ ყველაფრის თავი და თავი არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო“, - განაცხადა „ტვ პირველის ეთერში ალეკო ელისაშვილმა.
„ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედნის“ პოლიტიკურ გაერთიანებას ალეკო ელისაშვილი შეუერთდა