პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია "ლელოს" და "მოქალაქეების" გაერთიანებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"მნიშვნელოვანი და საჭირო პროცესია გამსხვილება, გაძლიერება პარტიების, გასაგები ლოგიკით და სინერგიით გაერთიანება , პირადზე მაღლა ქვეყნის ინტერესებისთვის ბევრ კომპრომისზე წასვლა , თუმცა ვერაფრით ვერ გავიგებ ( როგორც არ უნდა ამიხსნან) არასანდო,უპრინციპო , ყველაფრის მკადრებელი ისეთი ,,პოლიტიკური ვაჭრების " გვერდით დაყენებას როგორიც ალკო ელისაშვილია. თუ ადამიანი არასანდოა და ნებისმიერ დროს ნებისმიერ რამეს იკადრებს პირადი ინტერესისთვის-რა ფასი აქვს მას ან პოლიტიკაში ან სხვა საქმეში ???"
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი "ლელოს", ანა დოლიძისა და "თავისუფლების მოედანის" გაერთიანებას შეუერთდა