პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებას „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანის“ გაერთიანებას შეუერთდა.
მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
სამმა პოლიტიკურმა პარტიამ – „ლელომ“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანმა“ გაერთიანების შესახებ 17 ივლისს განაცხადეს და პრეზენტაცია გამართეს.