„ლელოს“, „ანა დოლიძე ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ ოპოზიციურ გაერთიანებას კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია უერთდება. გაერთიანების ახალ წევრად ალეკო ელისაშვილი და მისი პარტია „მოქალაქეები“ დღეს ოფიციალურად წარადგინეს.
პოლიტიკური გაერთიანების ოფიციალური ღონისძიება გუდიაშვილის სკვერში მიმდინარეობს. ამომრჩეველს მორიგი გაერთიანების მიზნები გააცნეს და საარჩევნო გეგმებზე ისაუბრეს.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სამი მთავარი დაპირება ევროპული გზა, 200 000 სამუშაო ადგილი და 1000-ლარიანი პენსიაა.