ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

ორ დღიან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა, კომიტეტის აპარატის და სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე სახალხო დამცველის მოადგილე.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებული ამოცანები და აქტივობები, გაცვალეს უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ მოსაზრებები და იმსჯელეს პროექტით შემოთავაზებული აქტივობების მოდიფიცირების/ახალი აქტივობების დამატების შესახებ.

აღნიშნული სამუშაო ფორმატი შესაძლებლობას აძლევს კომიტეტს, კრიტიკულად გააანალიზოს საქმიანობის პრიორიტეტები, პარტნიორ უწყებებთან ერთად დახვეწოს სამოქმედო გეგმის თემატურ სექტორებში გათვალისწინებული აქტივობები და შესაბამისად, შექმნას ქმედითი გზამკვლევი წლის განმავლობაში საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით.