ტრადიციულად, 26 მაისის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში სამხედრო ფიცი 700-მდე წვევამდელმა დადო, რის შემდეგაც ისინი თავდაცვის ძალების რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხნენ.

ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა, კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართა: თბილისში, ნოქალაქევში, გეგუთის სასახლესთან, სამთავისში, ვეჯინსა და ხევში.

საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.