ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 640 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:
• პენსიები და კომპენსაციები - 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;
• მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებები - 1 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;
• მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა დახმარებები - 85 მილიონი ლარი;
• ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები - 70 მილიონ ლარამდე;
• დასაქმების ხელშეწყობა - 80 მილიონ ლარზე მეტი;
• საპენსიო სქემის თანადაფინანსება - 310 მილიონი ლარი;
• მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამები - 290 მილიონი ლარი.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია:
70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით, რისი გათვალისწინებითაც:
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, კანონით განსაზღვრული საპენსიო დანამატის ჩათვლით იქნება 438 ლარი;
დანარჩენი პენსიონერებისთვის - 365 ლარი;
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, რისი გათვალისწინებითაც:
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, ზემოაღნიშნული დანამატის ჩათვლით იქნება 354 ლარი;
დანარჩენი პენსიონერებისთვის - 295 ლარი;
მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება იზრდება 65 ლარით;
სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარების ზრდა 35 ლარით;
გარდა ზემოაღნიშნულისა, სოციალური კუთხით აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის იწყება 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გამოყოფილია 230,0 მლნ ლარი.