2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათ შორის 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.