ამის შესახებ ინფორმაციას koreatimes ავრცელებს.

ზებრა, რომელიც სეულის ზოოპარკიდან გაიქცა, კორეის დედაქალაქის ქუჩებში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში თავისუფლად ხეტიალის შემდეგ დააკავეს.

სეულის საბავშვო ზოოპარკში 2021 წელს დაბადებული სერომ 14:50 საათზე გაანგრია დამცავი ხის ღობე და დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ხეტიალობდა ზოოპარკის მიმდებარე საცხოვრებელი უბნის ქუჩებში.

ზოოპარკის თანამშრომლებმა  ზებრა დააძინეს და 18:10 საათზე ზოოპარკში დააბრუნეს.