საქართველოს ევროპისკენ გზა “ქართული კოშმარის” მიერაა დაბლოკილი, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის (სეიმის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე წერს.

პავილიონისი სეიმში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

“შთამაგონებელი შეხვედრა მქონდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან - სრული მხარდაჭერა გამოვუცხადეთ სომხეთის ევროპულ გზას სპიკერ ვიქტორია ჩმილიტე-ნილსონთან შეხვედრაზე. იმავე დღეს სეიმში მთელი გულით მივესალმეთ ლიბერალურ ოპოზიციას საქართველოდან, რომლის ევროპისკენ გზა “ქართული კოშმარის” მიერაა დაბლოკილი”, - წერს პავილიონისი.