ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ტელეფონით ესაუბრა.
ტრამპმა პუტინთან საუბარს „ძალიან კარგი და პროდუქტიული“ უწოდა.
ტრამპი და ზელენსკი დღეს საღამოს შეხვდებიან ერთმანეთს, რათა უკრაინის სამშვიდობო გეგმა განიხილონ.




