ისლანდიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადუტირმა Twitter-ზე 23 მარტს განაცხადა.

"ნოემბერში მე კიევში ვესტუმრე ჰოლოდომორის მემორიალს. ეს იყო საშინელი დანაშაულის გულის ამაჩუყებელი შეხსენება. დღეს Althing-მა (ისლანდიის პარლამენტმა) 1932-1933 წლების ზამთრის ხელოვნური შიმშილობა აღიარა, როგორც მოსკოვის ტოტალიტარული ხელისუფლების მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდი." - წერს ის.