ბულგარეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ნოემბრის ბოლო შაბათი დაწესდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

გადაწყვეტილებას 134-მა ბულგარელმა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 25.

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს აშშ-მა, გერმანიამ, ირლანდიამ, რუმინეთმა, მოლდოვამ და ასევე ევროპარლამენტმა.

ჰოლოდომორი - მასობრივი შიმშილი უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკაში 1932-33 წლებში - გამოწვეული იყო მარცვლეულის შესყიდვის პოლიტიკით და გლეხებისგან საკვების ყველა მარაგის ჩამორთმევით. შიმშილის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 მილიონი ადამიანი, ზუსტი რიცხვი უცნობია. ბევრი ისტორიკოსი თანხმდება, რომ ეს იყო შიმშილი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მიზანმიმართულად იყო ორგანიზებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ. უკრაინის უმაღლესმა რადამ ჰოლოდომორი გენოციდად 2006 წელს აღიარა. რუსეთის ხელისუფლება მსგავს შეფასებას ეწინააღმდეგება.