უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება განაღმვისთვის აუცილებელი მეტი აღჭურვილობა და შესაძლებლობები, თავად აწარმოოს ასეთი აღჭურვილობა.

"უკრაინას ასევე სჭირდება აღჭურვილობა პარტნიორებისგან და ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში საწარმოო ბაზის შექმნა, რათა შევძლოთ ჩვენი მიწის გაწმენდა რუსული ნაღმებისგან,“ - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მოიყვანა მონაცემები უკრაინაში ნაღმების გავრცელების შესახებ და თქვა, რომ უკრაინელი სპეციალისტები „ყოველდღიურად ასობით ფეთქებად საგანს პოულობენ“:

"ნაღმები და აუფეთქებელი ჭურვები ამჟამად გაფანტულია უკრაინის ტერიტორიის 174 000 კვადრატულ კილომეტრზე, ანუ ქვეყნის დაახლოებით 20 პროცენტზე".

როგორც უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა 7 აგვისტოს, უკრაინელმა მეწარმეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, აწარმოონ განაღმვისთვის საჭირო ტექნიკა.